თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მარაგდებოდა ელექტროენერგიით, გაიყო ან მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძლავრით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება გამანაწილებელ ქსელზე.
0-დან – 10 კვტ. სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების გაყოფისას, გამოყოფილი ქონების მესაკუთრე იხდის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ №4 დანართით გათვალისწინებულ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურს თუ:
გამოყოფილი უძრავი ქონების მიერთება ხდება 0-დან-10 კვტ. სიმძლავრით, თავდაპირველი ქონებისგან განსხვავებულ ძაბვის საფეხურზე;
გამოყოფილი უძრავი ქონების მიერთება ხდება 10.კვტ–ზე მეტ სიმძლავრეზე;
გამანაწილებელ ქსელზე თავდაპირველად მიერთებული უძრავი ქონებიდან გამოიყო ერთზე მეტი უძრავი ქონება;
0-დან – 10 კვტ. სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების გაყოფისას, გამოყოფილი ქონების მესაკუთრე იხდის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ №6 დანართით გათვალისწინებულ აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურს თუ:
გამანაწილებელ ქსელზე თავდაპირველად მიერთებული უძრავი ქონებიდან გამოიყო მხოლოდ ერთი უძრავი ქონება და გამოყოფილი უძრავი ქონების მიერთება ხდება 0-დან-10 კვტ. სიმძლავრეზე, იმავე ძაბვის საფეხურზე (0,220 კვ. ან 0,380 კვ), რომელზეც მიერთებული იყო თავდაპირველი ქონება.
10 კვტ. მისაერთებელი სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების გაყოფისას, გამოყოფილი ქონების მესაკუთრე იხდის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ №4 დანართით გათვალისწინებულ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურს თუ:
გამოყოფილი უძრავი ქონების მიერთება თავდაპირველი ქონებისგან განსხვავებულ ძაბვის საფეხურზე;
ძველი და გამოყოფილი ქონების მესაკუთრეები ვერ თანხმდებიან სიმძლავრის გაყოფაზე;
გამოყოფილი უძრავი ქონების მიერთებისათვის არსებული სიმძლავრე არ არის საკმარისი ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებ 10 კვტ. სიმძლავრით მომარაგებისთვის;
10 კვტ. მისაერთებელი სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების გაყოფისას, გამოყოფილი ქონების მესაკუთრე იხდის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ №6 დანართით გათვალისწინებულ აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურს თუ:
გამოყოფილი უძრავი ქონების მიერტებისათვის არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებს 10 კვტ. მისაერთებელი სიმძლავრით მომარაგებისთვის, მხარეები თანხმდებიან სიმძლავრის გაყოფაზე და გამოყოფილი ქონების მიერთება ხდება იმავე ძაბვის საფეხურზე (0,220 კვ., 0,380 კვ, ან 6/10 კვ), რომელზეც მიერთებული იყო თავდაპირველი ქონება.
საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს აბონენტის გაყოფის საფასურის გადახდა
მიმღები ბანკის დასახელება: სს “თი-ბი-სი ბანკი”
ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006
დანიშულება: ახალი მომხმარებლის (მიუთითეთ განმცხადებლის სახელი და ობიექტის ფაქტიური მისამართი) აბონენტის გაყოფის საფასური